www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Travel Box
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 27 იანვარი

"Travel Box" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დირექტორთან და ფინანსურ მენეჯერთან ერთად კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დადასტურების შემდგომ შესრულების მონიტორინგი;
** წლიური მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა, დირექტორისთვის წარდგენა და შემდგომ შესრულების მონიტორინგი;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და კოორდინირება;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
** გაყიდვების სტიმულირების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პერიოდული კამპანიების დაგეგმვა;
** გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** გაყიდვების გაყიდვების ზრდადობისთვის მარკეტინგული აქციებისა და ღონისძიებების შემუშავება/ორგანიზება;
** ბაზრის სეგმენტაცია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევა და პოზიციონირება;
** საიმიჯო ატრიბუტების და მასალების (POS) დამზადება, სტამბებთან და წარმოებებთან ურთიერთობა;
** მომსახურე სააგენტოს მიერ სოციალური მედიის საკითხების მართვის კოორდინაცია;
** ფოტო/ვიდეო გადაღების/PR ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება;
** ვებგვერდის საკითხების მართვა;
** მედიასაშუალებებში საინფორმაციო მასალების/სიუჟეტების განთავსების ორგანიზება;
** ბეჭდური მედიის საკითხების მართვა: ჟურნალები, გაზეთები, ბროშურები, ფლაერები და ა.შ.
** კორპორატიული ბრენდირებული პროდუქციის საკითხების მართვა;
** ღონისძიებების გახსნის, გამოფენების, ფესტივალების, სოციალური პასუხისმგებლობის აქციების და კორპორატიული ივენთების საკითხებში ჩართულობა და ბრენდბუქთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** გამოფენებსა და სხვა მიზნობრივ ფორუმებზე კომპანიის წარდგინება, დეპარტამენტის დოკუმენტაციის ფაილინგი.

საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგში ან მონათესავე სფეროში (შესაძლებელია, დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის და გაყიდვების მიმართულებით;
** სოციალური მედიის ინსტრუმენტების ცოდნა;
** ბრენდინგის/რებრენდინგის გამოცდილება;
** სააგენტოებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ინგლისურ და რუსულ ენებზე ეფექტურად კომუნიკაციის უნარი;
** აზრის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემის უნარი წერით და ზეპირად;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა და მოქნილობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** გუნდურად მუშაობის უნარი,
** კომუნიკაციის კარგი უნარი,
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი,
** შემოქმედებითობა,
** ემოციურად გაწონასწორებულობა,
** მომსახურებაზე და ხარისხზე ორიენტირებულობა;
** უპირატესობად ჩაითვლება ფოტოშოპის და ილუსტრატორის პროგრამების ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10;00- 18:30 სთ
მდებარეობა: თბილისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: career@travelbox.ge

გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას.

გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |