www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Hill City
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

კომპანია "Hill City" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:000-იდან 19:00 საათამდე;

პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე 1 წელი (პრიორიტეტი მიენიჭება უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილებას);
** უმაღლესი განათლება;
** ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასურველია სასაუბრო დონეზე.

ფუნქციები:

** კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება;
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება;
** გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა;
** მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა;
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.

აუცილებელი უნარები:

** ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა);
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია);
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი;
** დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა, პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

** CV-ის განხილვა
** გასაუბრება.

ანაზღაურება განისაზღვრება მხოლოდ საპროცენტო განაკვეთით - გაყიდული ქონებიდან კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის 40%-ით

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@hillcity.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |