www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" მსურველებს იწვევს სტაჟირებაზე მარკეტინგის დეპარტამენტში.

სტაჟირების ადგილი: თბილისი - ბელიაშვილის 145
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 350 ლარი

სტაჟირების პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:

** გაეცნოთ მარკეტინგის დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას,
** მარკეტინგის გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღოთ ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზებასა და სარეკლამო აქტივობების განხორციელებაში;
** შეისწავლოთ სოციალური მედიისთვის კონტენტის - ბლოგების, პოსტების, ვიდეო რგოლების მომზადება;
** მარკეტინგის მენეჯერის ხელმძღვანელობით იმუშაოთ დიჯითალ კონტენტის შექმნაზე (ფოტო, ვიდეო გადაღება);
** მონაწილეობა მიიღოთ მარკეტინგული კვლევების ჩატარებაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა მონათესავე მიმართულებით,
** სასურველია ერკვეოდეს ციფრული მარკეტინგის პრინციპებში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე და თქვენი სოციალური მედიის პროფილის ბმულები (Facebook, Instagram, tik-tok) ელექტრონულ მისამართზე: jobs@madart.ge

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |