www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირების პროგრამა - ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია ანაგი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "ანაგი" დაფუძნებულია 30 წლის წინ და არსებობის მანძილზე უწყვეტად ოპერირებს საქართველოში. მრავალი წელია იგი წარმოადგენს ლიდერ კომპანიას სამშენებლო სექტორში.

იმისთვის, რომ კანდიდატმა მიაღწიოს წარმატებას ჩვენ გვჯერა, რომ ის უნდა იყოს მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული, მიზანდასახული და გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილით განმსჭვალული. ჰქონდეს სურვილი, რომ გაიზარდოს კომპანიასთან ერთად და მისთვის ეს ყველაფერი იყოს სასურველი და ცხოვრებაში პრიორიტეტული. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საქმისადმი დამოკიდებულება, მისი კეთების სურვილი და მაღალი ინტელექტი გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორებია წარმატების მისაღწევად, ვიდრე განათლება, გამოცდილება და სხვა კვალიფიციური მახასიათებლები, თუმცა ეს უკანასკნელიც აუცილებელია.

კანდიდატი გაივლის მინიმუმ 1 ტესტს და 1 გასაუბრებას. სტაჟიორის ანაზღაურება განისაზღვრება შერჩევის პროცესში და/ან კანდიდატთან მოლაპარაკების დროს.

კომპანიის სტაჟიორი პასუხისმგებელია უზრუნველყოს კომპანიის ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის, დადგენილი ვადებისა და აღრიცხვის შემდეგი პრინციპების დაცვით:

** სიზუსტე. უზრუნველყოს ტრანზაქციებისა და ბალანსების ზუსტი აღრიცხვა მათი შინაარსის მიხედვითა და ფორმის დაცვით
** სისრულე. უზრუნველყოს კომპანიის ბიზნეს პროცესების გამართულობა დოკუმენტბრუნვისა და აღრიცხვიანობის თვალსაზრისით. მოიპოვოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია ყველა მომხდარი ტრანზაქციისა და ბალანსის შესახებ და უზრუნველყოს მათი აღრიცხვა სრულად
** დროში გამიჯვნა. უზრუნველყოს ტრანზაქციების რეალური პერიოდის იდენტიფიცირება მათი შინაარსის მიხედვით და შესაბამისი აღრიცხვა
** რეალურობა. უზრუნველყოს ტრანზაქციებისა და ბალანსების რეალურობის დადგენა და მათი შესაბამისი აღრიცხვა
** უფლებების და ვალდებულებების პრინციპები. უზრუნველყოს ტრანზაქციებისა და ბალანსების აღრიცხვა მათი წარმოშობის დროს განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით
** გასაგებად აღრიცხვიანობა. ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის შედეგები იყოს გასაგები და იძლეოდეს ანალიზის და აუდიტის მარტივ, სწრაფ და ხარისხიან შესაძლებლობას. აღრიცხვის შედეგები გასაგები უნდა იყოს ყველა არსებული და შესაძლო მომხმარებლისთვის

აქედან გამომდინარე ქვემოთ მოცემულია ფუნქცია-მოვალეობების არასრული სია:

** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი
** სხვა დავალებები საჭიროების მიხედვით, ზემოთ მოცემული მიზნების მისაღწევად
** შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალზე მუშაობა პირველადი დოკუმენტაციის გამოწერა /დადასტურება

კანდიდატის სასურველი საკვალიფიკაციო მახასიათებლები:

** 1 წლიანი გამოცდილება ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის სფეროში.
** საბუღალტრო პროგრამის და ექსელის სამომხმარებლო დონეზე კარგად ცოდნა.
** სასურველია IFRS სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** სასურველია უცხო ენების ცოდნა
** სხვა საჭირო ცოდნა, გამოცდილება და უნარები ზემოთ მოცემული მიზნების მისაღწევად

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: cv@anagi.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სტაჟირების პროგრამა: ბუღალტერ-ოპერატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |