www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის დარბაზის ადმინისტრატორი, უფროსი მოლარე
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry", თბილისში, თემქის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის დარბაზის ადმინისტრატორისა და უფროსი მოლარის პოზიციაზე.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: თემქა, ზღვის უბანი, ისაკიანის #1
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით;
** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
** სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის განლაგების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;
** ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება;
** კონსულტანტებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (სწავლება სამუშაო ადგილზე);
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის მათი თანამდებობრივი ინსტრუქციის, სამუშაო პროცედურების, მომსახურების სტანდარტებისა და შინაგანაწესის გაცნობა;
** მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** მაღაზიის კვარტალური გეგმის შესრულების ღონისძიებების დაგეგმვა, მონიტორინგი;
** პროდუქციის შეკვეთა - საჭიროების შემთხვევაში;
** შესყიდვებისა და გაყიდვების სამსახურის, ფინანსური განყოფილების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
** პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მაღაზიის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი, ან მსგავსი).

უფროსი მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:

** ალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
** იურიდიული პირებისათვის დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა;
** არასწორი რეალიზაციის პროგრამული გასწორება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** პერიოდულად მაღაზიის სალაროების შემოწმება, სალაროში არსებული თანხის შედარება პროგრამულად, შესაბამის ანგარიშში მითითებულ თანხასთან;
** სამუშაო დღის ბოლოს სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის ძირითად სეიფში არსებული ნაშთის ინკასირება ბანკის მიერ მოვლინებულ შესაბამის ჯგუფთან;
** დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;
** მოლარის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** მოლარეებისათვის მაღაზიაში არსებული გასაყიდი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (სწავლება სამუშაო ადგილზე);
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის მათი თანამდებობრივი ინსტრუქციის, სამუშაო პროცედურების, მომსახურების სტანდარტებისა და შინაგანაწესის გაცნობა;
** ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მმართველობით პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია გამოცდილება პირველადი მოხმარების პროდუქციის სფეროში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |