www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღვინის კონსულტანტი
მომწოდებელი: ღვინის ბარი სომელიე
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"ღვინის ბარი სომელიე" აცხადებს ვაკანსიას ღვინის კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** სიახლეებზე და მაღალ ხარისხზე ორიენტირებულ მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოს
** სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტების მომსახურება და კონსულტირება ღვინის მენიუსთან დაკავშირებით
** შეკვეთების მიღება და უზრუნველყოფა
** ბარის მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა და კლიენტებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
** ბარში ღვინის გაყიდვების მაქსიმიზაცია

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სომელიეს ან მეღვინეობა-მევენახეობის დარგებში პროფესიული ანდა უმაღლესი განათლება (მისაღებია შესაბამისი სასერტიფიკატო პროგრამებიც)
** ქართული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
** გუნდში და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** თავდაჯერებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: wine.sommelier.shop@gmail.com 2022 წლის 31 იანვრამდე.

მადლობა და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |