სატელეკომუნიკაციო კომპანია "inexPHONE" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა N1
ანაზღაურება: ხელფასი 625 ლარი, ბონუსი 375 ლარი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ცვლებში გაწერილი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე დროული და ამომწურავი პასუხი;
** კომპანიის ონლაინ საკომუნიკაციო არხების საშუალებით მომხმარებლებთან წერილობითი კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან ზარის/ვერბალური კომუნიკაციის ინიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:
** აუცილებელია: ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
შერჩევის ეტაპები:
** გასაუბრება;
** ტრენინგი (ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@inexphone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლცენტრის ოპერატორი".
"inexPHONE" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის.