www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: VitrA
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / განცხადების ვადა: 28 მაისი

სანტექნიკისა და კერამიკული ფილების მწარმოებელი გლობალურ ბრენდების წარმომადგენელი საქართველოში "მერლონსი" და "ვიტრა ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

http://www.vitra.com.ge
http://www.facebook.com/Merlonsshowroom

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის და სოციალური მედიის მიმართულებით.
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა
** Facebook AD Manager-ში მუშაობის გამოცდილება
** Google Ads-ში მუშაობის გამოცდილება

ვალდებულებები:

** Google-ის, Youtube-ის, Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამებისა და კონტენტის განთავსება
** Google my business-ისა და Twitter-ის კონტენტის განთავსება და მართვა
** ვებ საიტზე ახალი პროდუქტებისა თუ ინფორმაციების პრიორიტეტულად სწრაფად განთავსება
** ვებ საიტის გამართულად, ტექნიკური ხარვეზების გარეშე ფუნქციონირება და SEO ოპტიმიზირება დეველოპერთან ერთად
** ვებ საიტისთვის ბექლინკების შესაქმნელად სხვადასხვა პორტალებზე სტატიების დაწერა-გამოქვეყნება
** Google Analytics-ისა და Google Search Console-ის რეფორთების გაანალიზება და ცვლილებების დაგეგმვა
** Messenger-ში შემოსული შეტყობინებებსა და კომენტარების კონტროლი
** SM მედია საშუალებების და სხვა საძიებო სისტემების/პორტალების კონტენტის შექმნა
** სხვადასხვა ციფრული მარკეტინგული აქციების დაგეგმვა და ორგანიზება
** სააქციო მოდელების შერჩევა და რეკლამირება ყოველთვიურად

ჩვენ გთავაზობთ:

** გამოცდილების შეძენასთან ერთად ანაზღაურების მატებას
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** ეტაპობრივად გამრავალფეროვნებას შესასრულებელი სამუშაოების
** თქვენ მიერ შემოთავაზებული, საინტერესო იდეების განხილვას გუნდში
** კორპორატიულ დაზღვევას 6 თვის შემდეგ
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს

ანაზღაურება: გთხოვთ, მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება CV-ის გამოგზავნისას.
სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: office@vitra.com.ge. გთხოვთ მიუთითოთ სასურველი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:

http://www.vitra.com.ge
https://www.facebook.com/VitraGeorgia

კომპანია "ბი ემ სი შარმ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ბი ემ სი შარმ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |