შპს "ივერმედი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობა: შპს "ივერმედი" დაარსდა 1995 წელს. კომპანიის ძირითადი პროფილია სამედიცინო აპარატურის რეალიზაცია და სერვისი საქართველოს მასშტაბით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (8 საათიანი სამუშაო დღე, შაბათ-კვირა დასვენება).
სამსახურის აღწერა:
** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და აღწერა;
** საწყობში არსებული პროდუქტებისა და რეზერვების კონტროლი.
** მომხმარებლებთან ურთიერთობა (იურიდიული და ფიზიკური).
ძირითადი მოთხოვნები:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** რუსული და ინგლისური ენების დამწყებ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების MS word, excel ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში.
** ფარმაცევტული განათლება ჩაითვლება უპირატესად.
უნარები და შესაძლებლობები: შრომისმოყვარე, ენერგიული, პოზიტიური, პუნქტუალური. დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარით.
ანაზღაურება: 800 ლარი
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით: ketevan.khutsianidze@ivermedi.com და გთხოვთ, მიუთითოთ "საწყობის მენეჯერი" სათაურის სტრიქონში.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.