ვივო მედიქალ გრუპი აცხადებს ვაკანსიას მითერი/კოორდინატორის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა - დიღომი, ჩაჩავას 1 (თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა)
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00/09:30-დან 17:00/17:30-მდე
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლის დახვედრა და სწორი გადამისამართება;
** მომხმარებლის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული ამბულატორიული სერვისების შესახებ;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება ქართულად;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ "მითერი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 28 მაისი.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.