www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: unipro
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / განცხადების ვადა: 28 მაისი

საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი უძრავი ქონების სააგენტო "უნიპრო" აცხადებს ვაკანსიას ბროკერის პოზიციაზე.

"უნიპრო" არის უნივერსალური და პროგრესული კომპანია, რომელიც დაფუძნების დღიდან ცდილობს საქართველოს უძრავი ქონების სფეროში ხარისხის ამაღლებას, საინტერესო პროდუქტისა და თანამედროვე სერვისის შექმნას ბაზარზე.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 50-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოში ქალაქ თბილისში.

კომპანიის მთავარი მიზანი და მისწრაფებაა განავითაროს უძრავი ქონების სფერო საქართველოში თანამედროვე, დახვეწილი და პროფესიონალური მიდგომების გამოყენებით.

"უნიპრო" გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:

** უფასო გადამზადება და ტრენინგები
** პიროვნული და პროფესიული განვითარება
** მაღალი ანაზღაურება და ბონუსები
** კარიერული წინსვლა
** Fit pass
** იდეალური სამუშაო სივრცე და კომფორტული გარემო
** დაჯილდოებები
** ტურები ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ

მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
** უძრავი ქონების მიმართულებით კონსულტაციის გაწევა
** პროდუქტის ანალიზი და ოპტიმიზაცია
** ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა

მოთხოვნები:

** სასურველია (არა სავალდებულო) გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში
** ინგლისური ენის ცოდნა (საკმარისია B2 დონეც)
** გამართული მეტყველება

უნარ-ჩვევები:

** ინდივიდუალიზმი
** კრეატიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პრეზენტაციის უნარი

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება 1500 ლარიდან 12000 ლარამდე.

თუ თლით, რომ შეგიძლიათ იყოთ ერთ-ერთი "უნიპროელი" და ჩვენი დიდი ოჯახის საპატიო წევრი, დაგვიკავშირდით და მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართხხე: uniprogeo@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |