www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგისა და გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ედვაიზ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / განცხადების ვადა: 28 მაისი

შპს "ედვაიზ ჯგუფი" ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო კომპანია და სტამბაა, რომელიც 13 წელია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიის ზრდასთან ერთად, გვსურს ჩვენს გუნდს შეემატოს დამწყები და ასევე პროფესიონალი წევრები, რომელთაც ვთავაზობთ ახალ, უნიკალურ და ძალიან სასიამოვნო გარემოს სამუშაოდ.

"ედვაიზ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების ჯგუფის ფორმირება და მართვა;
** გაყიდვების გენერალური სტრატეგიის შემუშავება, მენეჯმენტთან წარდგენა და შეთანხმება;
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება, მენეჯმენტთან წარდგენა და დამტკიცება;
** დამტკიცებული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მენეჯერების ყოველდღიური საქმიანობის მონიტორინგი;
** გაყიდვების ზრდის მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება (გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა);
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** სამოტივაციო სქემებისა და პროგრამების შემუშავება, გაყიდვების ჯგუფის მოტივაციისა და კომპანიის მიმართ ლოიალურობის გაზრდის მიზნით;
** გაყიდვების შესახებ სისტემატური ანგარიშების მომზადება და მენეჯმენტთან წარდგენა;
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა, შეთანხმება და აღსრულების კონტროლი;
** მარკეტინგული აქტივობების მოფიქრება, ბიუჯეტირება, დაგეგმვა და განხორციელება, შედეგების ანალიზი;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება და ზრდა;
** კონკურენტების ანალიზი;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** სოციალური მედიის მენეჯერის კონტროლი და მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია სარეკლამო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების გუნდის მართვის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება (სავალდებულო);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებების მიმართ მოთხოვნები:

** კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკებების მაღალ დონეზე წარმოების უნარი;
** ანალიტიკური, ინოვაციური და კრეატიული აზროვნების უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** მენეჯერული და ლიდერული უნარ-ჩვევები;
** გუნდის მოტივირებისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

სამუშაო დრო: ორშაბათი- შაბათი; 10:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გადმოაგზავნეთ CV anuki@adwise.ge, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ "მარკეტინგისა და გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |