www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე ჯგუფი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / განცხადების ვადა: 28 მაისი

კომპანია "ბენე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** ყოველდღიურად პორტფელში არსებული კომპანიებისთვის ტვირთის გადადგილების მარშრუტის შესახებ სტატუსების მიწოდება;
** აქტიური დასაზღვევი გადაზიდვების სიის შექმნა და ტვირთის დაზღვევის პროცესზე მონიტორინგის განხორციელება;
** პორტფელში არსებული კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ახალი გადაზიდვების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება;
** ახალი შეკვეთების მიღება და დამკვეთისთვის დროული უკუკავშირის მიწოდება;
** ყოველდღიურად დებიტორების სიის გავლა და განახლებული ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დეპარტამენტისთვის;
** ვადაგადაცილებული ინვოისების გავლა და შესაბამისი ექაუნთებისთვის მიწოდება;
** დატვირთული ტრანსპორტის სიის მიწოდება შესაბამისი დეპარტამენტისთვის;
** ყოველთვიური რეპორტის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@benegroup.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.

კომპანია განახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და დადგენილი სტანდარტებით; პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანდიდატის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სხვა მოთხოვნილი მახასიათებლების ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და ინახება კომპანიაში არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას და დამუშავდეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |