www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოგისტიკის ოპერაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: ტრანსოპერატორი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / განცხადების ვადა: 28 მაისი

სს "ტრანსოპერატორი" არის კერძო სარკინიგზო, სავაგონო პარკის ოპერატორი კომპანია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მის საკუთრებაში და ოპერირების ქვეშ არსებული ვაგონების პარკის მართვა საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში.

სს "ტრანსოპერატორი" ეძებს გუნდის ახალ წევრს, ლოგისტიკის ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:

** რუსული ენის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, პრიორიტეტულია Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნა
** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა
** ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი.

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** სარკინიგზო ვაგონების გადაადგილების მიზნით შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტაციის გაფორმება;
** შესაბამისი ინსტრუქციების ფორმირება და მათი კლიენტებისათვის გაგზავნა;
** ვაგონების მოძრაობის პროგრამის თვალყურის დევნება და შესაბამისი რეაგირება;
** კლიენტებისათვის გაწეულ მომსახურებაზე ინვოისების მიწოდება;
** და სხვა.

ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები), მომატების პერსპექტივით.

გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: info@transoperator.org (სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ლოგისტიკის ოპერაციების სპეციალისტი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |