www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: ბიდი კომპანი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 31 მაისი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბიდი კომპანი" დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს FERRERO (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac) Nefis, Sweetpro, Dr.Otker, Confy trade, Lorenz, Ligos ბრენდების ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

"ბიდი კომპანი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 8:30-18:00 სთ.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე.
** ქონებრივი უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ქსელის მართვა.
** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა.
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პოკეტში მუშაობა.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** მოწესრიგებულობა.
** პრეზენტაბელურობა.
** პასუხისმგებლობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 31 მაისის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (სავაჭრო აგენტი ქუთაისში).

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |