სასტუმრო, რესტორნებისა და მეღვინეობის კომპლექსი - "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ვილა მოსავალი მდებარეობს თბილისიდან 25 კილომეტრში (ნატახტარი).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება, გაცილება;
** სასტუმროს შესახებ და სასტუმროს ლოკაციაზე არსებული ყველა სერვისის შესახებ ინფორმაციის გადაცემა სტუმრებისთვის
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
** სასტუმროს პროგრამაში ეფექტური მუშაობა
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, პოზიციისა და კომპეტენციის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ პიროვნული თვისებები:
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** შრომისმოყვარეობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებული
სამუშაო განრიგი: 15-16 სამუშაო დღე (დღისა და საღამოს ცვლებში)
კომპანია უზრუნველყოფს: თანამშრომლების ტრანსპორტირებას, კვებას, სამუშაო ფორმას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტის მეშვეობით: operations@villamosavali.com
წარმატებას გისურვებთ!