კომპანია International Assistance Group გუნდის შემდგომი გაფართოების მიზნით, იწვევს კანდიდატებს კომპანიის წარმომადგენლის (ესპანურად მოსაუბრე) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომუნიკაცია როგორც მომხმარებლებთან, ასევე კომპანიის პარტნიორებთან.
** დავალებული ინფორმაციის მოძიება;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** შემოსული დოკუმენტაციის შენახვა, აღრიცხვა
** მომხმარებლის კონსულტაცია და მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება.
** ელ. ფოსტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა.
** მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა.
საჭირო კვალიფიკაცია, პიროვნული თვისებები და უნარები:
** ესპანური ენის თავისუფლად ფლობა (წერილობითი და სასაუბრო)
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები.
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** განვითარებაზე ორიენტაცია;
** გუნდურობა;
განაცხადის პროცედურა:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე iagroup.gl@gmail.com და გთხოვთ თქვენი ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "კომპანიის წარმომადგენელი (ესპანურად მოსაუბრე)".
დამატებითი ინფორმაცია:
** კონკურენტული ანაზღაურება
** ოფიციალური დასაქმება
** მოტივირებული და სასიამოვნო სამუშაო გარემო, რომელიც ორიენტირებულია წინსვლასა და მუდმივ ზრდაზე;
** ინდივიდუალური და პროფესიული განვითარება საერთაშორისო გარემოში.
** თანამედროვე ოფისი ბიზნეს-ცენტრში (მეტრო "მარჯანიშვილთან")