"კავკასიის უნივერსიტეტი", ფინანსურ დეპარტამენტში, ფინანსური ანალიზის სამსახურში, აცხადებს ვაკანსიას სტუდენტების მომსახურების ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე
სამუშაო მოვალეობები:
** სტუდენტების გადასახდელი თანხების გადახდების აღრიცხვა, გრაფიკების შედგენა, ბაზაში ასახული გადასახდელი თანხების სისწორის შემოწმება, სტუდენტებთან კომუნიკაცია;
** მისაღები სახელმწიფო გრანტების აღრიცხვა, ფაქტობრივთან დადარება, ამ მიმართულებით მაკონტროლებელ ორგანოებთან კომუნიკაცია;
** სამსახურის უფროსისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის/ეკონომიკის/ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მათ შორის Excel).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
** ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე);
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე, ანაზღაურება 600 ლარი (ხელზე).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე და ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
გთხოვთ, გამოგზავნისას სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: "სტუდენტების მომსახურების ფინანსური მენეჯერი".
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 4 ივნისი.
შენიშვნა: "კავკასიის უნივერსიტეტი" იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!