www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: უნიკომი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

შპს "უნიკომი"-ს საცალო ქსელი წარმოდგენილია 8 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Acer, Xiaomi, Philips, Canon, Toshiba, TCL და ა.შ.

"უნიკომი"-ს მთავარ ღირებულებას წარმოადგენს თანამშრომლების, მომხმარებლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა. ჩვენი მიზანია, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოვიპოვოთ ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

"უნიკომი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** სტრატეგიის შემუშავება;
** მარკეტინგული პროექტის დაგეგმვა, ბიუჯეტირება, განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი, დასრულება დადგენილ ვადებში;
** კომპანიის ცნობადობის ასამაღლებელი კამპანიების დაგეგმვა ბიუჯეტირება, განხორციელება, მონიტორინგი, ზრდის მაჩვენებლების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი;
** გაყიდვების მასტიმულირებელი კამპანიების დაგეგმვა, მომზადების პროცესის კოორდინაცია და შესრულების ვადების კონტროლი;
** დაგეგმილი სტრატეგიის შესაბამისად ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა;
** კომუნიკაციისათვის საჭირო მასალების მომზადება;
** განხორციელებული კომუნიკაციების ეფექტურობის გაზომვა;
** ბაზრის კვლევის დაგეგმვა და სარეკომენდაციო წინადადების წარმოდგენა ხელმძღვანელობისთვის;
** შეხვედრებისა და საქმიანი მიმოწერების წარმოება;
** არსებული პროექტების ფარგლებში, ნებისმიერი სხვა სახის სამუშაოს შესრულება;
** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** პროექტის მენეჯერის ან ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროექტების მენეჯმენტის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Microsoft Project, Asana, Trello და ა.შ.).
** მარკეტინგის საფუძვლები;
** პროექტის მენეჯმენტი;

პიროვნული თვისებები:

** რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშობის უნარი;
** გუნდური და ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ოპერატიულობა, მოქნილობა;
** მიზნებისა და შედეგების მიღწევაზე ფოკუსირება;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში; განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

შერჩევის პროცესი განხორციელდება სამ ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოდ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@unicom.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |