www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის პროექტების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 29 მაისი

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები, რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგში პროექტების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ
გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა.

მოვალეობები:

** ვებ-გვერდის კონტენტის განახლების მიზნით ბრენდებთან კომუნიკაცია;
** CRM-ისათვის მომხმარებელთა ბაზის განვითარება;
** ონლაინ საკომუნიკაციო არხების საშუალებით მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** შემომავალი და გამავალი ზარების მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებისა და მარკეტინგის მიმართულებით;
** ინგლისური/რუსული - B2;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2022 წლის 29 მაისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მარკეტინგში პროექტების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |