კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას საცალო და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების და ასევე ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა;
** დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის გამზადება;
** გაყიდვების სრულად ორგანიზება;
** მოლარესთან საბოლოო შედარების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (გაყიდვების სფეროში)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
** ასაკი: 25-დან 35 წლამდე.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 800-1200 ლარი (ფიქსირებული, ზრდის პერსპექტივით) + პრემია და ასევე მოქნილი საბონუსე სისტემა
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე.
დაინტერესებულმა პირებმა, ვინც ფიქრობთ რომ გაყიდვები თქვენი სფეროა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს და კარიერულ ზრდა- განვითარებას ჩვენს გუნდში.