www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სწავლება-სტაჟირება/ანალიტიკოსი აღრიცხვებსა და მარაგებში
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: 08:30 - 18:00
ვაკანსია: სწავლება-სტაჟირება ანალიტიკოსი აღრიცხვებსა და მარაგებში.

ძირითადი მოვალეობები:

** მარაგების განაწილება საწყობში;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობა - შედეგების დამუშავება
** პროდუქტების გასავლის მონიტორინგი პროცენტულად
** გაყიდვების მაჩვენებლის მონიტორინგი
** სხვა საჭირო დავალებების შესრულება, უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** მათემატიკის მაღალ დონეზე ცოდნა; (სასურველია)
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი.
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

ანაზღაურება: 1 000 ლარი. (ანაზღაურების ზრდა განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |