www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: კოლორპაკი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

კომპანია "კოლორ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://colorgroup.ge

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტროგანათების ხაზებისა და ობიექტების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
** ელექტრო ნახაზების და სქემების გაშიფრვა;
** ელექტროგაყვანილობის გამართულობის შემოწმება;
** არსებული ელექტრომოწყობილობების და დანადგარების ტექნიკური მომსახურება;
** შემოწმების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრიკოსის პოზიციაზე;
** საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის სწორი მენეჯმენტი;

სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების კარგი უნარები;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი სამუშაო დღე 10:00-19:00
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ბაღდავაძის ქ. N 3
ანაზღაურება: საწყისი 800 ლარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@colorgroup.ge, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |