www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Smart TV
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

შპს "სმარტ ტვ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტი გოგონების პოზიციაზე ისანში.

შპს "სმარტ ტვ" (https://SmartTV.ge) არის სმარტ ტვ მოწყობილობების სპეციალიზებული ლიდერი ინტერნეტ-მაღაზია, სადაც იყიდება ყველა ტიპის ორიგინალი Smart TV Box-ები, აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ასევე სხვა მცირე ზომის ტექნიკა. სრულ ინფორმაციას გაეცანით ჩვენს ოფიციალურ საიტზე: https://SmartTV.ge

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების განხორციელება როგორც ტელეფონით, ასევე ინტერნეტით და ოფისიდან;
** კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
** პროდუქციის მიღება-დასაწყობება, თაროების მოწესრიგება;
** პროდუქციის გამზადება გასაყიდად;
** აღრიცხვის წარმოება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 45 წლამდე;
** სქესი: მდედრობითი
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია გამყიდველად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის Microsoft Excel;
** არ უნდა იყოს სტუდენტი, რადგან სამუშაო საათებს ვერ გააცდენს;

უნარ-ჩვევები:

** გამართული და სხარტი მეტყველება;
** სწრაფი, კომუნიკაბელური, პოზიტიური, მოწესრიგებული;
** გუნდში მუშაობის უნარი; კომპანიის დადგენილი სტანდარტების შესრულება;
** სიახლეების იოლი ათვისების და ხელმძღვანელის მიერ სწავლება-მითითებების შესრულების უნარი;

პირობები:

** სამუშაო საათები: 10 სთ-დან 19 სთ-მდე;
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
** სამუშაო ადგილი: მეტრო ისნის მიმდებარედ;

კონტაქტი:

თუ შესაბამისი კანდიდატი ბრძანდებით, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) სურათით ელ-ფოსტაზე: smartzodi@gmail.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების კონსულტანტი ისანში".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |