www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი სესხის ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 30 მაისი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქედა, ხულო, ჩოხატაური, ხელვაჩაური, ლანჩხუთი, ბათუმი, ოზურგეთი, ქობულეთი

"კრედო ბანკი" 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
** პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
** კორპორაციული ღონისძიებები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.
#გახდიკრედოელი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან, კომპანიებთან დაკავშირება და მათთვის ყველა ტიპის სესხის პირობების გაცნობა და შეთავაზება;
** კლიენტთა შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვების უზრუნველყოფა;
** სესხის ოფიცრის მხარდაჭერა/დახმარება პრომო აქციების ჩატარებაში;
** საჭიროების შემთხვევაში, სესხის ოფიცრის დახმარება სესხის გაცემაში და სესხის დამუშავებაში;
** გაცემული პროდუქტების მონიტორინგის განხორციელება;
** მონიტორინგის პროცესში საგანვადებო სესხის შეთავაზება ყველა კლიენტზე;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინიციატივის მქონე;
** ყურადღებიანი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, მაგ: უმცროსი სესხის ოფიცერი ხულოში".

განცხადების მიღების ვადა: 30 მაისი, 2022 წ



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |