www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 200 ფილიალით.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.

"სუფთა სახლში" მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1500-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი შპს "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ვალდებულებები:

** კანცელარიის მოწესრიგება (დოკუმენტები, ქსეროქსი, სკანერი, ფაქსი და ა.შ.)
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, კონტროლი და შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება;
** ფოსტის მიღება-გაგზავნა;
** წერილების მიღება, სორტირება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** ოფისში სამუშაო პირობების შექმნა (საკანცელარიო და საინფორმაციო მასალებით უზრუნველყოფა)
** მიღებული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
** შეხვედრების შეთანხმება და დანიშვნა;
** სტუმრების დახვედრა და მათთვის ყურადღების მიქცევა;
** ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნა-ორგანიზება;
** დირექტორის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება:
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული).

დამატებითი უნარები:

** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ენერგიული და შრომის მოყვარე;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@clean-house.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ოფისის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |