შპს "ვერგე" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
საინჟინრო კომპანია "ვერგე" დაარსდა 2019 წელს და ორიენტირებულია ხარისხზე, რისი საშუალებითაც, მისი არსებობის მანძილზე, მრავალი კომპანიის ნდობა მოიპოვა.
მისამართი: თბილისი, პ. ასლანიდის ქ. 29ა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა, ფასების კვლევა და ანალიზი;
** არსებულ და ახალ მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება, მოლაპარაკების წარმოება პროდუქციის ფასებთან და შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით;
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** შესყიდვების ანგარიშების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების/ინვოისების, საგადასახადო დავალებების ფორმირება/ მუდმივი კონტროლი.
** კომპეტენციის ფარგლებში. ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თვისებები და უნარები:
** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office - Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
** ქართულ ენაზე ანალიტიკური წერის უნარი ჩაითვლება უპირატესობად. (მოწმდება ტესტირებით).
** საინჟინრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული. შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
** შრომის ანაზღაურება: ორი თვე გამოსაცდელი პერიოდი - 800 ლარი, გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ 1000 ლარს + ბონუსები
შერჩევის კრიტერიუმები:
** რეზიუმე (ტესტირებისთვის კანდიდატები შეირჩევიან რეზიუმეს საშუალებით)
** ტესტირება
** გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: hr@verge.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.