www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაბრუნების კოორდინატორი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობში დაბრუნების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: კვირაში 6 დღე, 10:00 - 19:00 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-6 კილომეტრი, საქალაქო სასამართლოს უკან, "ლილო 1"-ის მიმდებარე ტერიტორია
ანაზღაურება: 750 ლარი
კომპანია უზრუნველყოფს კვებას

ფუნქციები:

** სავაჭრო ობიექტებიდან დაბრუნებული და საწყობში დაზიანებული პროდუქციის აღრიცხვა;
** დაზიანებული პროდუქციის შესაბამის სივრცეში განთავსება;
** დასაბრუნებლად მომზადებული პროდუქციის რაოდენობის შესაბამისობის შემოწმება დოკუმენტში მოცემულ რაოდენობასთან, მომწოდებლისთვის დროულად დაბრუნების უზრუნველყოფა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ტექნიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |