სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას საწყობში სტოკერის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომლიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის N27.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის კარგად ცოდნა;
** საწყობში შემოსული შეკვეთების აგროვება;
** საწყობის აღწერისას მონაწილეობის მიღება;
** შემოსული პროდუქციის დახარისხება, დალაგება და საწყობიდან სწორად გაშვება.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 - 18:30 სთ. ან 11:00 სთ-დან 20:30 სთ.
დასვენება კვირაში 2 (ორი) დღე, შესვენება დღეში 1 საათი.
ანაზღაურება: 600-800 ლარი
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!