www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამზარეულოს დამხმარე/სტუარდი
მომწოდებელი: სასტუმრო ტიფლის პალასი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

შპს "გლორია" გახლავთ ბუტიკის ტიპის სასტუმრო "ტიფლის პალასი", რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორან "ტიფლის ვერანდას". კომპანია გამოირჩევა სტაბილურობით, უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. შემოგვიერთდით, ერთად ვიზრუნოთ სტუმრებზე.

თანამდებობა: სამზარეულოს დამხმარე/სტუარდი
მისამართი: ქ. თბილისი, ვ.გორგასლის #3

მოვალეობები:

** პასუხისმგებელია სამზარეულოში ყველა სახის ჭურჭლის, მჭრელი ინსტრუმენტების, ქვაბების და ტაფების ჰიგიენურობასა და სისუფთავეზე;
** აცნობოს აღჭურვილობის ნებისმიერი დეფექტის შესახებ სტიუარდ შეფს;
** იმოქმედოს განრიგის და პროცედურების შესაბამისად;
** შეასრულოს სტუარდი შეფის სხვა დავალებები.

მოთხოვნები: სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი,
** პოზიტიური,
** მოწესრიგებული,
** პუნქტუალური.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@tiflispalace.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |