კომპანია "Elite Travel Georgia" - ლიდერი ტურისტული კომპანია საქართველოს შიდა ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
გაყიდვების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს:
** სამიზნე კომპანიებთან (სასტუმროებთან) სატელეფონო და ელ-ფოსტის მეშვეობით კომუნიკაცია;
** სამიზნე კომპანიების სარეკლამო პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციით უზრუნველყოფა;
** სამიზნე კომპანიებთან სარეკლამო პროდუქტის რეალიზების მიზნით შეხვედრების დანიშვნა/შეხვედრების გამართვა;
აუცილებელი თვისებები/უნარები:
** საქმიანი კომუნიკაციის წარმოების მაღალი შესაძლებლობები;
** პუნქტუალურობა, საქმისადმი ერთგულება, მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნება;
** რუსული და ინგლისური ენების დამაკმაყოფილებელი ცოდნა;
უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებს.
კომპანიის ვებ-გვერდი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://elitetravel.ge
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: contact@elitetravel.ge
გაყიდვების მენეჯერის ანაზღაურება მაღალია!