სს "გეფა" აცხადებს ვაკანსიას ოფთალმოლოგის თანამდებობაზე ქ.ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე, შეთავსებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** საერთაშორისო გაიდლაინების და შიდა პროტოკოლების ზედმიწევნით ცოდნა;
მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება/ ბაკალავრი/რეზიდენტი/
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოპტიკაში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში
** მუშაობის გამოცდილება თანამედროვე აპარატურასთან (რეფრაქტომეტრთან და ნაპრალოვან სანათთან)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.