"აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელ-ფსიქოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, არაუმეტეს კვირაში 40 საათისა
ხელფასი: ხელზე ასაღები თანხა 750 ლარი
დაქვემდებარება: საბავშვო ბაღის მენეჯერი
ვებ-გვერდი: https://azrovnebisakademia.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით შეიმუშაოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამუშაო გეგმა.
** ადრეული წიგნიერების განსავითარებლად რელევანტური აქტივობების ჩატარება.
** თვით-გამოხატვის, კრეატიულობის ან/და მოტორული უნარების განსავითარებლად რელევანტური აქტივობების ჩატარება.
** ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნა.
** ბავშვის დამოუკიდებელი უნარების წახალისებაზე ზრუნვა.
** ბავშვთა ბიო-ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე მუშაობა და შესაბამისად ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი აკადემიური განათლება ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის ან რეაბილიტაციის მიმართულებით.
** აღსაზრდელებთან მუშაობის 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** სავალდებულოა ქართული ენის მშობლიურ დონეზე ცოდნა.
** უნდა იცოდეს: ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები.
საჭირო თვისებები და უნარები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კეთილგანწყობა, კრეატიულობა, სიმშვიდე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr.azrovnebisakademia@gmail.com და გთხოვთ, ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
წარმატებას გისურვებთ!