PKF Kaizen-ი აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო და საბუღალტრო მომსახურების დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
PKF Kaizen-ი საქართველოში წარმოადგენს აუდიტსა და საკონსულტაციო სფეროში მოღვაწე გლობალური ქსელი "PKF International"-ის (http://www.pkf.com) იურიდიულად დამოუკიდებელ სრულუფლებიან წევრს.
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 9:30-18:30, შესვენება 1 საათი)
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №39
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბაკალავრის დიპლომი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების (ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა, აუდიტი) მიმართულებით;
** Microsoft Office-ის პროგრამების (Excel, Word) საშუალო დონეზე ცოდნა.
ძირითადი პიროვნული უნარები და თვისებები:
** პროფესიასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან (კანონები, ინსტრუქციები, ბრძანებები, სტანდარტები და ა.შ.) და საბუღალტრო და ბიზნეს პროცესების აღრიცხვის პროგრამებთან გულმოდგინედ, სიღრმისეულად და ამომწურავად მუშაობის სურვილი/უნარი/ნებისყოფა;
** თვითგანვითარებაზე ზრუნვის სურვილი/უნარი/ნებისყოფა;
შესაძლებლობას გაძლებთ:
** უშუალოდ ჩაერთოთ და მიიღოთ მონაწილეობა რეალურად მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების:
** ოპერაციების საგადასახადო დაგეგმვაში;
** საგადასახადო მიმოხილვის (აუდიტის) პროცესში;
** ბუღალტრული აღრიცხვის განხორციელებაში;
** შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დეკლარაციების/გაანგარიშებების შედგენაში;
** "ფეიროლ" სერვისებთან დაკავშირებულ ოპერაციებში;
** საერთაშორისოდ აღიარებულს საბუღალტრო და ბიზნეს პროცესების აღრიცხვის პლატფორმის "Xero" დანერგვაში.
გპირდებით:
კომპანიაში დანერგილი განვითარების შესაბამისი ეტაპების გავლის და ხელმძღვანელის მიერ გაცემული მითითებების გულმოდგინედ შესრულების შემთხვევაში, 7 თვიდან 24 თვის პერიოდში (დამოკიდებულია ინდივიდის განვითარების უნარზე და შესაძლებლობაზე):
** დაეუფლებით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სამეურნეო სუბიექტების საგადასახადო მიმოხილვის (აუდიტის) მეთოდოლოგიას;
** შეძლებთ ანალიზი გაუკეთოთ და შეაფასოთ ადგილობრივ და საერთაშორისო ოპერაციებთან დაკავშირებული საგადასახადო რისკები;
** განახორციელებთ კომპანიის/ების სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დეკლარაციების/გაანგარიშებებს მომზადებას;
** მიიღებთ მნიშვნელოვან ცოდნას საქართველოში მოქმედ ყველა გადასახადთან და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირებას დაქვემდებარებულ მოსაკრებლებთან დაკავშირებით;
** შეძლებთ III და IV ზომითი კატეგორიის სუბიექტების ფინანსური ანგარიშგების მომზადებას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) 2022 წლის 28 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pkf@pkfgeorgia.com ან nino.shetsiruli@pkfgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟირება-საგადასახადო და საბუღალტრო მომსახურების დეპარტამენტი".
პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს ფი ქეი ეფ კაიზენის (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.