www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Ermenegildo Zegna
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, მაღაზია "ზენიას" კონსულტანტის პოზიციაზე,
სრულ განაკვეთზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ფლობა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
** აუცილებელია რიცხვითი შინაარსის ინფორმაციით ოპერირების უნარი.
** სასურველია მსგავსი პროფილის კომპანიებში (ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი) გაყიდვების მოლარე ან კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ფლობა

სხვა მოთხოვნები: მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს თავაზიანი, ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisistores@gmail.com

გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "კონსულტანტი - მაღაზიათა ქსელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ იქნება განხილული.

დავუკავშირდებით მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისი პროფილის მქონე კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |