www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.nikorasupermarket.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "FRESH" (მზა კვება, სწრაფი კვება, საკონდიტრო) კატეგორიის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა;
** ასორტიმენტების ფორმირება, საჭიროების შემთხვევაში, სავაჭრო ობიექტებისათვის ინდივიდუალური ასორტიმენტების შექმნა;
** წარმოების ბაზაზე ახალი პროდუქტების შექმნის პროცესში უშუალო ჩართულობა;
** ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება და კონტროლი;
** კატეგორიის მომგებიანობისა და გაყიდვების ანალიზი;
** მერჩენდაიზინგული სტანდარტების დადგენა;
** გაყიდვების სტიმულირების კუთხით პრომო აქტივობების დაგეგმვა;
** სეზონური პროექტების შექმნა და განხორციელება;
** გეგმური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან მიმართულებების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრატურა ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას წარმოების მიმართულებით;
** აუცილებელია MS Excel-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კატეგორიის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |