www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ACMG.UK
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 30 მაისი

კომპანია "ACMG.UK" აცხადებს ვაკანსიას IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის ინიცირების ფაზიდან დახურვის ფაზამდე სრული პროცესის მართვა:
** პროექტის ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და შესაძლო ტექნიკური გადაწყვეტილებების შერჩევა;
** ამოცანის დეტალური ანალიზი და დამკვეთისთვის ტექნიკური დავალების შედგენა;
** ცვლილებების დანერგვა სატესტო გარემოზე (იმპლემენტაცია) და ტესტირების პროცესის კოორდინირება;
** პროექტის მსვლელობის მანძილზე აქტიური კომუნიკაცია პროექტის გუნდთან, დამკვეთებთან და მომწოდებლებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება;
** საბანკო/საბარათე სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ვერბალური და წერითი კომუნიკაცია).

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი;
** ინიციატივა, გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nat.arbolishvili@gmail.com 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "IT ბიზნეს ანალიტიკოსი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |