www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: iSpace
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

"iSpace" აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას iSpace Apple-ის ერთადერთი Premium Reseller მაღაზიათა ქსელია საქართველოში.

თუ გსურს გახდე Apple-ის პროდუქტების ექსპერტი, გსიამოვნებს გაყიდვები და შეგიძლია მომხმარებლებთან უცხო ენებზე კომუნიკაციაც, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება;
** მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის განლაგება Apple-ის სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკის მაღაზიაში გაყიდვების კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია apple-ის პროდუქციის მახასიათებლების გარჩევა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა.

ყოველთვიური ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი გაყიდული პროდუქციისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესაბამისად.

თუ თვლი, რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, CV მოგვაწოდე ელ. ფოსტაზე: hr@asbc.ge, სათაურის ველში მიუთითე: "iSpace გაყიდვების კონსულტანტი".

კანდიდატთა შერჩევა მოხდება CV-ების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაცია:

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელთა დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნისთვის. რეზიუმე მონაცემთა ბაზაში რჩება მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანიაში არსებულ სხვა, რეზიუმეს შესაბამის, ვაკანტურ პოზიციაზე. გთხოვთ, გამოეხმაუროთ თუ ზემოთ აღნიშნულ პირობებს ეთანხმებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რეზიუმეს გამოგზავნიდან თუ არ მოხდა უკუკავშირის მიცემა 2 თვის განმავლობაში პასუხი ავტომატურად ნიშნავს უარყოფითს.

iSpace გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |