www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების ბროკერი
მომწოდებელი: ნიქსი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

უძრავი ქონების ქართული საბროკერო კომპანია იწვევს მოტივირებულ ახალგაზრდებს უძრავი ქონების ბროკერის პროფესიის შესასწავლად.

კომპანია "ნიქსი" ბაზარზე გამოჩნდა 2021 წლის 22 აპრილს, რომელიც დაფუძნებულია იმ მიზნით, რომ ახალი სტანდარტების სამუშაო სისტემა დააფუძნოს.

ერთი წლის აღსანიშნავად იხსნება მეორე ფილიალი გორგასლის ბიზნეს ცენტრში და სწორედ ამიტომ ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მიზანმიმართულ და სიცოცხლით სავსე ადამიანებს, რომლებსაც სურთ მუდმივად განვითარება და ახალი ცოდნის მიღება.

დასაქმებას მიიღებთ 1 კვირიანი სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ.

მოვალეობები:

** კლიენტებთან გასაუბრება და მოლაპარაკებების წარმოება;
** უძრავი ქონების მონაცემთა ბაზაში - შეტანა;
** კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება;
** ჩვენებების დაგეგმვა/განხორციელება - ხელშეკრულებების გაფორმება;
** მყიდველსა და გამყიდველს შორის აქტიური მოლაპარაკებების წარმოება;

მოთხოვნები:

** რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა/ორივე ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** დრესკოდი;
** თავისუფალი გრაფიკი (პარალელურად არ უნდა მუშაობდეს/არ უნდა სწავლობდეს)
** ასაკობრივი ზღვარი - 18- 30
** აუცილებელია საკუთარი ლეპტოპის ქონა

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** აქტიური/ენერგიული;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მეგობრული/გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 19:00-მდე
შაბათს 11:00-დან 15:00-მდე;
** კვირა სრული დასვენების დღე.
** ანაზღაურება: გამომუშავებით (მინიმუმ 1200 ლარი)
** უფასო ტრენინგები.
* ოფისში გელოდებათ მეგობრული, პროფესიული და კეთილმოწყობილი გარემო.

ჩვენი მისამართებია: ბიზნეს ცენტრი დიდუბე პლაზა (წერეთლის 116)
ბიზნეს ცენტრი გორგასალზე (გორგასლის 4ა)

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე nixinfo2022@gmail.com და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |