შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სატელეკომუნიკაციო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა არხების მოძიება;
** სატელეკომუნიკაციო მომსახურებების განვითარებასთან დაკავშირებული გეგმის შედგენა და ვადების განსაზღვრა;
** რეკომენდაციების გაწევა ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან დაკავშირებით;
** ბიზნეს ამოცანის ჩამოყალიბება;
** ბიზნეს ამოცანით განსაზღვრული ცვლილებების/სიახლეების ტესტირებაში მონაწილეობა;
** სხვა ბიზნეს-დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაციის მართვა;
** IT გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია, ბიზნეს ამოცანის შესრულების ვადების კონტროლი;
** პროდუქტთან დაკავშირებული შიდა ნორმატიული დოკუმენტაციის/ინსტრუქციების შემუშავება/ განახლება;
** პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება და მონიტორინგი;
** სატელეკომუნიკაციო პროდუქტებთან დაკავშირებით ბაზარზე სიახლეების მუდმივი კვლევა და ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით;
** სატელეკომუნიკაციო სფეროში საცალო და კორპორატიული კლიენტების საოპერაციო ნაწილის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პროაქტიულობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს ვადის განსაზღვრის და მისი ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
"ახალი ქსელები" გისურვებთ წარმატებებს!