www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ACMG.UK
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კომპანია "ACMG.UK" აცხადებს ვაკანსიას ტესტერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი: პროდუქციის ტესტირება და ხარისხის კონტროლი, ხარვეზის აღმოჩენა, მათ უზრუნველსაყოფად შესაბამის რგოლებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტების ტესტირების დაგეგმვა და მონიტორინგი;
** აღმოჩენილი პრობლემის აღწერა და რეპორტინგი.

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი;
** ინიციატივა, გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nat.arbolishvili@gmail.com 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ტესტერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |