www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 31 მაისი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი პოლიტიკების, სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების შემუშავება და მათ შესრულებაზე მონიტორინგი;
** მიმდინარე პროექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრა და მისი შესრულების მონიტორინგი;
** ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
** ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების და ინციდენტების იდენტიფიკაცია, ანალიზი და მართვა; გამოვლენილი ფაქტების შესახებ ანგარიშის მომზადება;
** ბიზნეს უწყვეტობის გეგმაში ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხების ჩამოყალიბება, განახლება, შესაბამის მონაწილეებთან კომუნიკაცია და შესრულების მონიტორინგი;
** ახალი ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემებისა და სტანდარტების შესწავლა, კომპანიისთვის შერჩევა და დანერგვაში მონაწილეობა;
** ძირითადი ბიზნეს აპლიკაციებისა და ამ აპლიკაციების მომსახურე ტექნიკური გარემოს კანონით, სტანდარტითა და შიდა პროცედურებით დადგენილი უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** ინფორმაციული უსაფრთხოების კანონის და ISO 27001 სტანდარტის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემაში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება და კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საკანონმდებლო ბაზა: საქართველოს კანონი "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ";
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** აუცილებელია ფლობდეს ან Comptia Security + ან Certified Information Security Manager (CISM) ან Certified Information Security Professional (CISP) სერტიფიკატს.
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), სტანდარტიზაციის ბრიტანული ინსტიტუტის (BSI) ან ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ გაცემული სერტიფიკატი ინფორმაციული უსაფრთხოების დარგში და IT Infrastructure Library (ITIL) ექსპერტის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ან ექნებათ გავლილი "ციფრული მმართველობის სააგენტოს" ტესტირება და ექნებათ შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის მართვა, ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი"

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |