www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ინსტა
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 30 მაისი

"ინსტა" ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 24 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. "ინსტას" მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 10000-მდე დასახელების პროდუქტი. "ინსტა"-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან პარტნიორ კომპანიებში: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელობა გეძლევათ მიიღოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენი ძირითადი მიმართულება ელექტრო სამონტაჟო საქმიანობაა, რომელიც მოიცავს როგორც სუსტ დენს (ქსელები) ასევე დაბალ და საშუალო ძაბვაზე (35კვ-მდე) მუშაობას.

ინსტა-ს ფარების საამწყობო საწარმოში - ვეძებთ ელექტრო კარადების ტექნიკურ მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

** განფასებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** შესასრულებელი პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტში დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა;
** პროექტის სამუშაოს გეგმის შედგენა და კოორდინაცია;
** სამუშაოს შესრულების და დასრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** რეკლამაციების და შეუსაბამოების მართვა;
** სააღრიცხვო სამუშაოები შესრულება ERP სისტემაში;
** საჭიროების შემთხვევაში ელექტრო ნახაზების ხაზვა/კორექცია;
** პროდუქციის ტესტირებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება;
** სამუშაო იარაღების დანიშნულების ცოდნა;
** უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** ელექტრო სქემების კითხვა.

უნარები:

** სიახლეების დანერგვის უნარი;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მობილიზებისა და მუშაობის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ყოველთვის მზად არის მხარდაჭერისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@insta.ge

კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 მაისი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს http://www.insta.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |