www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო მომსახურების ოფიცერი
მომწოდებელი: ავტო დეტალ სერვისი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

შპს "ავტო დეტალ სერვისი" 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, მისი ძირითადი საქმიანობაა როგორც დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ღირებულების, ასევე საბაზრო და ნარჩენი ღირებულების დათვლა. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ ზრდაზე, გამოირჩევა ძლიერი გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა და პროფესიონალიზმი.

"ავტო დეტალ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, კვირაცხოვლის 84 (საქალაქო სასამართლოს უკან)
განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში წერილების გადამისამართება შესაბამის კომპეტენტურ თანამშრომელთან;
** ინვოისების მომზადება;
** ახალი საქმეების დარეგისტრირება;
** მიღება-ჩაბარებების მომზადება;
** ბაზების მუდმივი კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკური განხრით);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა,
** სერვისულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: mariamiadservice@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საოპერაციო მომსახურების ოფიცერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |