შპს "გრინ კროპს დისტრიბუშენი" საკუთრებაში ფლობს, მცხეთის რაიონში, სოფელ მუხრანში არსებულ სასათბურე მეურნეობას და აწარმოებს ბოსტნეულ კულტურებს. უკვე 6 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადატვირთვა;
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელისათვის მიწოდება;
** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** სხვადასხვა ბრენდის მანქანების საბაზისო ცოდნა;
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
** ანაზღაურება ფიქსირებული: 800 ლარი
** სამუშაო განაკვეთი: 7:00-დან -11:00 საათამდე.
** მორიგეობის შემთხევაში ეკისრება მუხრანიდან პროდუქციის თბილისში ჩამოტანა, კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
** ყოველ მეოთხე დღეს დასვენების დღე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmepar@gmail.com | greencropss@gmail.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.