www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: გამომცემლობა პალიტრა L
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 31 მაისი

"პალიტრა ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია პალიტრა L აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

"ლურჯი ოკეანე" - ეს არის "გამომცემლობა პალიტრა L-ის" პროექტი, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. პროექტის მიზანი ქართველი მკითხველისთვის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა და ამ გზით ჩვენს ქვეყანაში ბიზნესგანათლების ხელშეწყობაა.

გამომცემლობა "პალიტრა L" "პალიტრა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიაა, დაარსდა 2005 წელს, დღეს კი ქართულ საგამომცემლო სივრცეში ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს.
პალიტრა L გამოსცემს წიგნებს ყველა ასაკისა და გემოვნების მკითხველისთვის. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში. თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა: Desney, HarperCollins, Penguin Random House და სხვა.

გამომცემლობა ორიენტირებულია ხარისხსა და სიახლეებზე. ჩვენ მკითხველს ჟანრობრივად მრავალფეროვან ლიტერატურას, საკითხავის უდიდეს პალიტრას ვთავაზობთ. კლასიკურ ლიტერატურასთან ერთად, აქტიურად გამოვცემთ თანამედროვე უცხოური პროზის თარგმანებს, საბავშვო ლიტერატურას, ვცდილობთ, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ქართველ მკითხველთან, მივცეთ საშუალება, თავად ჩაერთოს წიგნის შერჩევასა და საგამომცემლო პროცესში, იკითხოს მხოლოდ საუკეთესო.

დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0x997e005056a2625311ecbeed83cb48e7 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge

Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |