www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Front-End დეველოპერი
მომწოდებელი: Webintelligence
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

კომპანია "Webintelligence" 2011 წლიდან საქმიანობს ქართულ და გერმანულ ბაზარზე და ქმნის მსხვილი და საშუალო ზომის ონლაინ პლატფორმებს. ამ დროის განმავლობაში განვახორციელეთ 170-ზე მეტი კომპლექსური და მაღალი გამტარობის პროექტი. ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ-გვერდზე: https://www.webintelligence.de/

მათთვის, ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ დეველოპმენტის მიმართულებით პროფესიული განვითარება და ეძებთ საინტერესო, მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის ახალ შესაძლებლობას, ვაცხადებთ ვაკანსიას Front-End დეველოპერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება დეველოპმენტის მიმართულებით
** HTML5, CSS3 საფუძვლიანი ცოდნა და Framework-თან (Tailwind, UIkit, Bootstrap ან სხვა) მუშაობის გამოცდილება
** JavaScript საშუალო დონეზე ცოდნა
** PHP-ს საშუალო დონეზე ცოდნა

უპირატესობად ჩაითვლება:

** Wordpress-თან მუშაობის გამოცდილება
** Javascript Framework-ების ან ბიბლიოთეკების გამოყენების გამოცდილება (Reactjs, VueJS, Jquery ან სხვა)
** PHP Framework-ების (Laravel, CodeIgniter, Symfony ან სხვა) გამოყენების გამოცდილება
** Github ან Bitbucket-თან მუშაობის გამოცდილება

ძირითადი ფუნქციები:

** პროექტზე მუშაობისას მრავალჯერ გამოყენებადი კოდის თუ ბიბლიოთეკების შექმნა
** პროდუქტის მაქსიმალურად ოპტიმიზაცია (სუფთა Markup, მინიფიცირებული CSS/JS და სხვ.)
** არსებული პროექტების განვითარების შესაბამისად ცვლილებებზე მუშაობა

პიროვნული თვისებები:

** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობიანი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული;
** არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სამუშაო რეჟიმი: დისტანციური

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე hr@webintelligence.de არაუგვიანეს 2022 წლის 5 ივნისამდე. წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავდება ხდება მხოლოდ შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური პოზიციისთვის. თანხმობის შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |