www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ცელსიუსი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 25 მაისი

გათბობა-გაგრილების და სავენტილაციო სისტემების კომპანია "ცელსიუსი" ცნობილი ბრენდის "არისტონის" ექსკლუზივით და სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციით არის წარმოდგენილი სამომხმარებლო ბაზარზე. კომპანია აერთიანებს როგორც საბითუმო, ასევე საცალო ქსელებს თბილისსა და რეგიონებში: ზუგდიდში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე რეალიზატორებსა და მსხვილი ქსელების მომხმარებლებს. ამასთან ხელმისაწვდომია ონლაინ გაყიდვები და ოფიციალური საგარანტიო სერვისი. კომპანია სტაბილურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უკვე შეძლო თავის დამკვიდრება, ხარისხის, მომსახურების და კმაყოფილი მომხმარებლის ხარჯზე.

კომპანია "ცელსიუსი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, სამუშაო საათები - 10:00 - 18:00 სთ-მდე, კვირაში ერთი მოკლე დღე - 10:00 -16:00 სთ-მდე, 1 დღე დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 700 ლარის ოდენობით ხელზე ასაღები გამოსაცდელ პერიოდში, დამატებით ბონუსი ინდივიდუალური გეგმიდან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მიღება, კონსულტაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** ქსელში პროდუქციის სტენდზე განთავსების მონიტორინგი;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
** სტენდის მოწესრიგება/შევსება და პროდუქციაზე ფასმაჩვენებლის სიზუსტის მონიტორინგი;
** მომხმარებლისთვის საგარანტიო და სატრანსპორტო პირობების ახსნა;
** კონკურენტი კომპანიის პროდუქციის ფასების კონტროლი;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის აქციების დაგეგმვაში ჩართულობა;
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და აღწერებში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ყოველდღიური სიტყვიერი ანგარიში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** ქართული - გამართული მეტყველება;
** გათბობა-გაგრილების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დამატებითი უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პრეზენტაბელური;
** დარწმუნების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორატიულ ნომერს, ანგარიშზე სასტარტო ლიმიტით;

შერჩევის ეტაპები:

** CV გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ჯგუფური ან/და ინდივიდუალური გასაუბრება;

რეზიუმეს გამოგზავნის წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: g.botsvadze@celsiusi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "პრომოუტერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25.05.2022



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |