ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად არის კერძო საერთშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო აღმრიცხველის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალი და გამავალი მანქანების ტვირთის შემოწმება/ფიზიკური დათვლა წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად;
** ნედლეულისა და საწყობის მუშის დასრულებული პროდუქციის შემოწმება;
** რაოდენობისა და საქონლის ასორტიმენტის შემოწმება, ასევე აღჭურვილობისა და კომპანიიდან გასვლისას სატვირთოზე ან სხვა კომპანიის მანქანაზე დატვირთული მარკეტინგული მასალის შემოწმება;
** შედარება მიწოდების დოკუმენტების (დატვირთვების სიები/ვაუჩერები);
** შესაბამისი დოკუმენტების წარმოება;
** შეუსაბამობის შემთხვევაში, საწყობის ზედამხედველთან დაკავშირება, რათა იდენტიფიცირებული იქნეს შეცდომა და მოხდეს მისი აღმოფხვრა;
** დატვირთული საქონლის შემოწმება როდესაც სატვირთო მოვა კომპანიაში: ადარებს რაოდენობას და დატვირთული საქონლის ტიპებს დოკუმენტებით. ხელს აწერს დოკუმენტებს;
** აღრიცხავს და ასახავს ყველა აღწერას;
** აღრიცხავს და აკონტროლებს საქონლის ტრანსპორტირებას, აღჭურვილობებსა და მარკეტინგულ მასალას საწყობის მუშებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება
** მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** ქართული ენის კარგად ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** სხარტი აზროვნება
** ახალ გარემოსთან ადვილად ადაპტირება
** ინიციატივების გამოვლენის უნარი
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge და პოზიციის დასახელება " სამეურნეო აღმრიცხველი " უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 05.06.2022.