www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აუდიტის მენეჯერი
მომწოდებელი: Moore Abc
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება აცხადებს ვაკანსიას აუდიტის მენეჯერის თანამდებობაზე.

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 30, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდი აშშ დოლარს (https://www.moore-global.com).

პოზიცია: აუდიტის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება და აუდიტორული დასკვნის მომზადება;
** კომპანიის მენეჯმენტისათვის სარეკომენდაციო წერილის მომზადება;
** მენეჯმენტის ინსტრუქციების და მოთხოვნების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულება;
** დადგენილი პერიოდულობითა და ფორმით შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;
** კლიენტის ბიზნესში გარკვევა და პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაო გეგმის შედგენა;
** ადგილზე მუშაობის დაწყებამდე, აუდიტის პროგრამის შესაბამისად, დაგეგმილი აუდიტის პროცედურების შემოწმება და დამტკიცება;
** პროექტის შესრულებისათვის აუცილებელი პასუხისმგებლობის დელეგირება დაქვემდებარებულ პერსონალზე;
** პროექტში მონაწილე აუდიტორის ზედამხედველობა და მისი ინსტრუქტაჟი (საჭიროების შემთხვევაში აუდიტის ჯგუფის უმცროსი წევრებისათვის მითითებების მიცემა);
** დაქვემდებარებული პერსონალის პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობა;
** წლიური ბიუჯეტის შედგენა და ბიუჯეტის მართვა დასახული გეგმის მიხედვით
** მასზე დაქვემდებარებული გუნდის (უფროსი აუდიტორი, ასისტენტ მენეჯერი, სტაჟიორ-ასისტენტების) მართვა, მათი სატრენინგო გეგმის შედგენა და უწყვეტი ზრდა-განვითარებაზე ზრუნვა;
** პარტნიორთან აუდიტის დაგეგმვის მემორანდუმი წარდგენა, აუდიტის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი საკითხების და მათი გადაჭრის გზების წარდგენა.
** პროფესიული ეთიკისა დაცვა;
** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მივლინებებში გამგზავრება;
** სხვა განყოფილებებთან ეფექტური ურთიერთობის კოორდინირება;
** პროფესიონალური დონის ამაღლება (სემინარებზე დასწრება, საკანონმდებლო სიახლეების ცოდნა და ა.შ.).

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვის უნარი და პროექტების დასრულება განსაზღვრული ვადების და ბიუჯეტების მიხედვით;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფირმის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება;
** მინიმუმ 5 წლიანი აუდიტორად მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
** პროფესიონალი ბუღალტრის, მინიმუმ ACCA-ის მეორე დონის, CPA-ის, ან იგივე დონის სხვა სერტიფიკატი და აუცილებელია იყოს ACCA-ს მესამე დონის სტუდენტი
** დიდი ოთხეულის წევრ ფირმებში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** 6-10 თანამშრომლისგან დაკომპლექტებული გუნდის მართვის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით 2022 წლის 6 ივნისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@moore.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება: "აუდიტის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |